22 თებერვალს, გლდანის და საბურთალოს ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

Reuters

ხვალ, 22 თებერვალს, გლდანის და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასი მიზეზად აღრიცხვის კვანძის მოწესრიგებას და გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიათურის, სიმონ ჩიქოვანის და ახალშენის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები