აშშ

2-მა მოდელმა ცენტრალ პარკში Selfie-ს გადაღებისას ყინულში ჩავარდნილი 7 მოზარდი გადაარჩინა

Getty Images

ორმა ამერიკელმა მოდელმა, ბენეტ ჯონასმა და იტან თურნბულმა, ნიუ იორკის ცენტრალ პარკში selfie-ს გადაღების დროს გაყინულ წყალში ჩავარდნილი 7 მოზარდი გადაარჩინა. 

"ეს ყველაფერი წამების განმავლობაში მოხდა. ისინი თამაშობდნენ, ყინულის გარშემო ცეკვავდნენ და selfie-ებს იღებდნენ, უცბად წყალში აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, წყალი საოცრად ცივი იყო",- აღნიშნა იტან თურნბულმა ჟურნალისტებთან საუბარში.

"ჩემი მთავარი მიზანი იყო, ისინი წყლიდან ამომეყვანა. ყველაფერი ძალიან საშიში იყო", - თქვა ჯონასმა ბავშვების გადარჩენის შემდეგ.


ფოტო: instagram.com
იხილეთ მოდელების კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას.

იხილეთ 7 მოზარდის selfie გაყინულ წყალში ჩავარდნამდე.

 

კომენტარები