NASA

NASA-მ დედამიწის ზომის 7 პლანეტა აღმოაჩინა, შესაძლოა მათ ზედაპირზე თხევადი წყალი იყოს

NASA

NASA-ს ასტრონომებმა ერთი ვარსკვლავის ორბიტაზე დედამიწის ზომის შვიდი პლანეტა აღმოაჩინეს. მათი ცნობით, შვიდივე პლანეტის ზედაპირზე შესაძლოა თხევადი წყალი იყოს. სამი მათგანი კი, შესაძლოა სიცოცხლისთვისაც იყოს ხელსაყრელი. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ თუ ამ პლანეტებზე სიცოცხლე ჯერ არ არის, შესაძლებელია, რომ მომავალში განვითარდეს.

ეგზოპლანეტების ორბიტას Trappist-1 უწოდეს. ის დედამიწიდან 40 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს.

პლანეტები Spitzer-ის კოსმოსური ტელესკოპის და რამდენიმე ობსერვატორიის გამოყენებით აღმოაჩინეს.

ჟურნალ Nature-ის ერთ-ერთი მთავარი ავტორის, მაიკლ გილონის თქმით, ვარსკვლავი ძალიან პატარა და ცივია, შვიდი პლანეტა კი ზომიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ზედაპირზე თხევადი წყალი იყოს, ან მეტიც - სიცოცხლე.


ფოტო: BBC

 

კომენტარები