ეკონომიკური ზრდა

წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდა 5.2% იყო

ეროვნული ბანკი

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.2% შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 2.2% იყო, ეს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტით განსაზღვრულ 2.7%-ზე ნაკლებია. დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ მინიმალური მაჩვენებელი, 0.3% შეადგინა.

2017 წლის ბიუჯეტით 4%-იანი ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი. მსოფლიო ბანკის პროგნოზი საქართველოს მთავრობის პროგნოზზე ოპტიმისტურია და ის 5.2%-ს შეადგენს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები