ყაჩაღობა

სამეგრელოში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

Getty Images

სამეგრელოში, სოფელ ბაშთან, ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, ბენზინგასამართი სადგურის მორიგე-ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბენზინგასამართი სადგურის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, სალაროდან წაღებულია 300 ლარი.

უწყებისვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები