ბიძინა ივანიშვილის ხეები

ბიძინა ივანიშვილს დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ჭადარი გადააქვს

რ2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენების პარალელურად, ბიძინა ივანიშვილს საკუთარ დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ჭადარი გადააქვს.

დღეს ასწლოვანი ხის ტრანსპორტირების მიზეზით ბათუმის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა 1 საათით გაჩერდება.

ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხე ბუკნარიდან ჩაქვამდე სატვირთო ავტომობილით გუშინ ღამით მიიტანეს, რის გამოც საათით იყო გადაკეტილი ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთი. ამ გზაზე ევკალიპტის ხეც მოჭრეს, თუმცა, მუნიციპალიტეტის განცხადებით, ეს არ უკავშირდება ასწლოვანი ჭადრის გადატანას.

ამჟამად ასწლოვანი ჭადარი რკინიგზასთანაა გაჩერებული.

კომენტარები