ბიძინა ივანიშვილი

Bloomberg: ივანიშვილის ქონება $5.5 მილიარდია, რითიც რეიტინგში 273-ე ადგილს იკავებს

George Nebieridze / BuzzFeed

Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, 2017 წლის 7 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ქონება $5.52 მილიარდად არის შეფასებული. ამ მაჩვენებლით ივანიშვილი მსოფლიოს 273-ე უმდიდრესი ადამიანია. Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილის ქონება ბოლო ორი თვის მანძილზე $70 მილიონით გაიზარდა, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი ივანიშვილის ქონება დაახლოებით $30 მილიონით არის შემცირებული.

Forbes-ის შეფასებით ბიძინა ივანიშვილი $1 მილიარდით უფრო "ღარიბია", მისი ქონება მარტის მდგომარეობით $4.5 მილიარდს შეადგენს. Forbes-ის შეფასებითვე, 2016 წლის შემდგომ ივანიშვილმა $300 მილიონი დაკარგა. Forbes-ის რეიტინგში ივანიშვილს 298-ე ადგილი უჭირავს.

ბიძინა ივანიშვილს ქონების 20%-ზე მეტი ხელოვნების ნიმუშებში აქვს დაბანდებული. ქონების 25%-ზე მეტი კი ფასიან ქაღალდებშია დაბანდებული.

ივანიშვილის ქონების ზუსტ შეფასებას მრავალი რამ, მათ შორის, ოფშორული კომპანიები ართულებს, დაბალი გამჭვირვალობის გამო ამ კომპანიების ღირებულების შეფასება რთულია. ასევე, როგორც Panama Papers-ის მეშვეობით ირკვევა, ივანიშვილს საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში ყველა კომპანია მითითებული არ აქვს. 

კომენტარები