რუსთავი 2-ის საქმე

რას ამბობენ უმრავლესობის დეპუტატები სტრასბურგისა და საკონსტიტუციოს შესახებ

რუსთავი 2

დღეს On.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მათ სხვადასხვა წყარომ უთხრა, რომ სავარაუდოდ, ქიბარ ხალვაში საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს ჩივილს და სწორედ ამ გზით მოხდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებისთვის გვერდის ავლა. 

"ტაბულას" კითხვაზე, თუ რა ზიანის მომტანი იქნება ქვეყნისთვის მსგავსი სცენარის განვითარება, ქართული ოცნების დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი პასუხობს, რომ ზიანის შეფასების კრიტერიუმი არ არსებობს.

"რა ზიანი შეიძლება ამან გამოიწვიოს, ვერავინ ვერ დათვლის. ეს არის შეფასების საკითხი, ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ რაღაც ზიანის მომტანია, ვიღაცამ შეიძლება არ ჩათვალოს. ამის შეფასების კრიტერიუმები არ არსებობს. იმის იქით, დანარჩენი ყველაფერი არის პოლიტიკური შეფასება და ნაწილობრივ, დემაგოგიაც," - ამბობს გოგიჩაიშვილი. 

ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი, შეკითხვას არ პასუხობს და ამბობს, რომ მას არ აქვს უფლება, რომ ის ინფორმაციას მოკლებულია, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეს არ წარმოადგენს. 

"ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენთ, შესაბამისად, მოკლებული ვართ ინფორმაციას. არ იქნება სწორი, რომ პოლიტიკოსებმა უკარნახონ მხარეებს, რომელი სამართლებრივი ინსტრუმენტები გამოიყენონ. სწორედ ეს უნდათ ჩვენს ოპონენტებს, რომ თქვენი მეშვეობით ჩაგვრთონ ამ პროცესში," - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი. 

კომენტარები