რეფერენდუმი შოტლანდიაში

EU: დამოუკიდებელი შოტლანდია ავტომატურად ევროკავშირის წევრი ვერ გახდება

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ევროკომისიის წარმომადგენელმა ბრიტანეთში, ჟაკლინ მაინორმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში შოტლანდია ავტომატურად ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

მაინორის თქმით, შოტლანდიას იმ ქვეყნების რიგში ჩადგომა მოუწევს, რომლებიც ორგანიზაციის წევრობის სურვილს გამოთქვამენ. თუმცა, მაინორმა ისიც აღნიშნს, რომ ფაქტობრივად არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება, საჭირო პროცესების გავლის შემდეგ, შოტლანდიას წევრობაზე უარი უთხრან.

მაინორს არ უთქვამს, რომ დამოუკიდებელ შოტლანდიას ევროკავშარი პრიორიტეტს მიანიჭებს, თუმცა მისი განცხადებებიდან ჩანს, რომ შოტლანდიისთვის პროცესის გავლა შედარებით ადვილი იქნება.

დღეს, შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტარჯენმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის მეორედ ჩატარების შესახებ ისაუბრა.

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი პირველად 2014 წელს ჩატარდა, მაშინ შოტლანდიელთა 55 %-მა ბრიტანეთში დარჩენას დაუჭირა მხარი.

რეფერენდუმის მეორედ ჩატარების იდეა Brexit-ის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა, რადგან რეფერენდუმის დროს შოტლანდიელების 62 %-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. ბრიტანეთმა კი ევროკავშირი მაინც დატოვა, რადგან გაერთიანებული სამეფოს სრული მოსახლეობის 52 %-მა Brexit-ს დაუჭირა მხარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები