Brexit

ლორდთა პალატამ Brexit-ის კანონპროექტი დაამტკიცა

0 კომენტარი
ფოტო: PA

ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატამ ბრექსითთან დაკავშირებული კანონპროექტი უცვლელად დაამტკიცა.

მანამდე, კანონპროექტს მხარი დაუჭირა თემთა პალატამ, ახლა კი, სამეფო თანხმობის მიღების შემდეგ, ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი კანონი გახდება.

შოტლანდია კი, თავის მხრივ, დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმის გამართვას ითხოვს. პირველად მოსახლეობის უმრავლესობამ დიდ ბრიტანეთში დარჩენა არჩია, თუმცა, შოტლანდიის პირველი მინისტრის თქმით, ბრექსითის გადაწყვეტილებამ ბევრი რამ შეცვალა. ევროკავშირი კი აცხადებს, რომ დამოუკიდებელ შოტლანდიას ექნება უფლება, ევროგაერთიანებას წევრობისთვის მიმართოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები