დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

"ჩემი ხმა საზოგადოებაში" - მსოფლიო დაუნის სინდრომის დღე აღნიშნავს

დღეს, 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. 2017 წელს ამ დღესთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმდინარეობს სლოგანით - "ჩემი ხმა საზოგადოებაში".

21 მარტი, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.

აუცილებელია, გვახსოვდეს:

  • დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება.
  • დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
  • დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, ეს გენეტიკური ცვლილებაა.
  • დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
  • დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად - დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

კომენტარები