ლონდონის ტერაქტი

სამართალდამცავთა ცნობით, ლონდონის ტერაქტში დამნაშავე 52 წლის ხალიდ მასუდია

AP

ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, ლონდონში პარლამენტის შენობასთან მომხდარ ტერაქტში დამნაშავე ხალიდ მასუდია.

ხალიდ მასუდი, რომელიც თავდასხმის დროს გარდაიცვალა, 52 წლის იყო. ის გაერთიანებულ სამეფოში, კენტში დაიბადა.

BBC-ის ცნობით, მასუდის გვარი არცერთ მიმდინარე გამოძიებაში არ ფიგურირებდა და სამართალდამცავებს მისი გეგმების შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდათ. თუმცა, წარსულში ნასამართლევი იყო მათ შორის ცივი იარაღის ტარებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.

ლონდონში ბრიტანეთის პარლამენტი შენობასთან მომხდარი ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან 40 წლის ქალი, 50 წლის მამაკაცი, პოლიციელი და თავად თავდამსხმელი. დაშავებულია 40 ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები