ლონდონის ტერაქტი

ლონდონში, პარლამენტის შენობასთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

EPA

ლონდონში, პარლამენტის შენობასთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდამსხმელი მათი დაჯგუფების წევრი იყო.

ლონდონში ბრიტანეთის პარლამენტი შენობასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 40 ადამიანი, მათგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულთა შორის არიან 40 წლის ქალი, 50 წლის მამაკაცი, პოლიციელი და თავად თავდამსხმელი.

კომენტარები