მიგრანტთა კრიზისი

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების 2 ნავი იპოვეს, სავარაუდოდ, დაღუპულია 200-ზე მეტი ადამიანი

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ორი ნავის ჩაიძირა. ინციდენტს, სავარაუდოდ, 200-ზე მეტი მიგრანტი ემსხვერპლა.

ესპანური სამაშველო ორგანიზაციის ცნობით, გადაბრუნებულ ნავებთან ახლოს, მაშველებმა ჯერჯერობით მხოლოდ 5 ადამიანის გვამი იპოვეს. ერთი ნავი, სავარაუდოდ, 100 ადამიანს იტევდა.

იტალიის სანაპიროს მაშველების პრესსამსახურის განცხადებით, ისინი ადასტურებენ ზღვაში 5 ადამიანის გვამის პოვნას, თუმცა მათ ნავებიდან არ მიუღიათ შეტყობინება სავარაუდო სახიფათო მდგომარეობის შესახებ, ამიტომ მიგრანტების კონკრეტული რაოდენობის დაღუპვის შესახებ ცნობას ვერ დაადასტურებენ. მათი ვარაუდუთ, შესაძლოა ზღვაში 240-მდე ადამიანი დაიხრჩო, რადგან მიგრანტების ნავები ხშირადაა გადატვირთული.

იტალიელი მაშველების თქმით, მათ ბოლო რამდენიმე დღეში მინიმუმ 40 სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 2017 წელს იტალიაში 20 000-ზე მეტი მიგრანტი შევიდა, მათგან 559 დაიკარგა ან დაიღუპა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები