რუსთავი 2-ის საქმე

რ2: წილები ყველა თანამშრომელს ვერ გადაეცემა, ამიტომ ვაფუძნებთ შპს-ს

ტელეკომპანია რუსთავი 2

რუსთავი 2-ში ტელეკომპანიის თანამშრომლების შეხვედრა დასრულდა. ტელეკომპანიის ცნობით, თანამშრომლების აზრით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და უნდა შეიქმნას შპს სახელწოდებით "რუსთავი 2 ჩემია". თანამშრომლებმა ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან კენჭისყრით აირჩიეს წარმომადგენლები შპს-ში. რ2-ისვე ცნობით, მათ შორის ყველაზე დიდია ჟურნალისტების ჯგუფი.

ამასთან, ძმები ყარამანიშვილების აზრით, მათი ინიციატივა რუსთავი 2-ის მთელი კოლექტივისთვის წილების გადანაწილებას ითვალისწინებდა, გვარამიას განცხადება შპს-ს შექმნის თაობაზე კი, ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების დიდი ნაწილის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, რომ ძმებმა ყარამანიშვილებმა გამოთქვეს მზადყოფნა რუსთავი 2-ის კოლექტივს შპს TV საქართველოს საკონტროლო პაკეტი გადასცენ, რომელიც, თავის მხრივ, რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის, 51%-ის მფლობელია. ეს გადაწყვეტილება მათ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეთავაზების შემდეგ მიიღეს, რომელიც სწორედ ამას გულისმხობდა. ამ შეთავაზებით კოლექტივმა ყარამანიშვილების მხრიდან კუთვნილი 40%-იანი წილის გადაცემაზე უარი თქვა.

 

კომენტარები