დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ნეტგაზეთი

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქალაქო სასამართლომ სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო - ინფორმაცია ტაბულას საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვების შესახებ.მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები იმისა, რომ ბრალდებულმა მტკიცებულებების მოპოვებას ხელი შეუშალოს. ასევე არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეები. 

დეკანოზის ადვოკატი მის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადადო.

ბრალდების მხარეს სხდომის გადადება ერთი თვით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოტივით სჭირდებოდა. სხდომა 5 აპრილამდე უნდა გამართულიყო.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მცდელობისთვისაა დაკავებული

კომენტარები