დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

სასამართლომ დეკანოზის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადადო

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადადო.

ბრალდების მხარეს სხდომის გადადება ერთი თვით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოტივით სჭირდებოდა. სხდომა 5 აპრილამდე უნდა გამართულიყო.

დღეს 17:00 საათზე კი საქალაქო სასამართლო განიხილავს დაცვის მხარის შუამდგომლობას დეკანოზისთვის თავისუფლების აღკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მცდელობისთვისაა დაკავებული.

კომენტარები