სავაჭრო პალატა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ოფისი პროტესტის ნიშნად დაიხურა

facebook.com/pg/iccgeorgia

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ქართული წარმომადგენლობის ოფისი პროტესტის ნიშნად დაიხურა, ორგანიზაცია მისი წევრი კომპანიების უპრეცედენტოდ დიდი მოცულობით, $150 მილიონით დაჯარიმებას აპროტესტებს. ორგანიზაციის თავმჯდომარის ფადი ასლის შეფასებით, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებულია.


ფოტო: cbw.ge

"დღეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ოფისები სასამართლოში არსებული კორუფციის გასაპროტესტებლად დაიკეტება", - წერს ფადი ასლი.  

თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები - ფილიპ მორისი და ბრითიშ ამერიკან ტობაკო ვლადიმერ კაკაბაძემ ქართული კომპანიების - "თბილისის თამბაქოს" (სიგარეტი პირველი) და ომეგა ჯგუფის საჩივრის საფუძველზე დააჯარიმა.  ბრითიშ ამერიკან ტობაკო 270 მილიონი ლარით დაჯარიმდა, ფილიპ მორის საქართველო - 92 მილიონი ლარით. აღნიშნული ჯარიმები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა. ამავდროულად, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ ერთ წელზე მეტი ხნის წინ დააყადაღა ტერაბანკის კუთვნილი $8 მილიონად შეფასებული ქონება, სასამართლო განხილვა კი აქამდე არ დაუნიშნავს, რაც ტერაბანკის იურისტების შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. გაჭიანურებული სასამართლო პროცესის გამო, ტერაბანკის მფლობელმა შეიხმა ნაჰაიანმა ის შეიძლება გაასხვისოს. 

კომენტარები