მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

გაბაშვილი: ერთ პარტიაში ასეთი განსხვავებული ორი მიმართულება ვეღარ მოთავსდებოდა

გოკა გაბაშვილი
თეორემა/ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრის გოკა გაბაშვილის თქმით, "ჩვენი ხედვა და გეგმა არ მდგომარეობს იმაში, რომ ვიყოთ ერთ-ერთი პარტია. ჩვენ გვინდა, ჩვენი ხედვა ამ ქვეყნის ამომრჩეველთა უმეტესობას დავანახოთ". გაბაშვილმა რუსთავი ორის ეთერში, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში აღნიშნა, რომ "ჩვენ გვინდა, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, ამისთვის გვინდა, გვქონდეს ჩვენი მაქსიმალური შედეგი, სხვა ოპოზიციურ პარტიების შედეგს მათი მუშაობა გამოაჩენს".

კითხვაზე, შეძლებდით თუ არა ამ მიზნის ასრულებას თუ ნაციონალური მოძრაობა არ დაიშლებოდა, გაბაშვილი პასუხობს, რომ - "არა, ვერა". 

"ეს იყო სრული ჩიხი, ერთ პარტიაში ასეთი განსხვავებული ორი მიმართულება ვეღარ მოთავსდებოდა. ეს არ იყო დახურული პროცესი არავისთვის, ეს იყო აბსოლუტურად ღიად მიმდინარე პროცესი, რომელიც შევიდა აქტიურ და ღია ფაზაში არჩევნების შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილმა კატეგორიული ფორმით მოსთხოვა პარტიას, რომ არ შესულიყო პარლამენტში. იყო გამოუვალი ვითარება იმ მხრივ, რომ გვქონდა ფუნდამენტური განსხვავებები" - აღნიშნა გაბაშვილმა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მიმართ სკეფსისს თესავს. გაბაშვილის თქმით „ ივანიშვილის გაშვების ერთადერთი გზაა, ოპოზიციამ მოსახლეობაში მოიპოვოს იმხელა მხარდაჭერა, რომ ვერანაირმა მანიპულაციებმა, დაშინებამ, სუს-მა, ზეწოლამ, გაყალბებამ, ვერ მოახდინოს გავლენა,“.

"ვერ მოვახერხეთ, იმდაგვარი განწყობა შექმნილიყო საზოგადოებაში, რომ ოპოზიციას რეალურად აეღო მეტი ხმა, ვიდრე ხელისუფლებას" - თქვა მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრმა.

კომენტარები