ჰარი პოტერი

დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ჰარი პოტერი - მაგიის ისტორიის სექცია გაიხსნება

pinimg.com

"ჰარი პოტერის" მოყვარულებს ალბათ ყოველთვის გინდოდათ, გცოდნოდათ, როგორ კეთდებოდა მაგიური სასმელები. ასევე, გქონდათ ინტერესი, გაგეგოთ უფრო მეტი ჯადოსნური ქმნილებების შესახებ. ან უბრალოდ, გაინტერესებდათ ის, რაც "ჰარი პოტერში" დიდწილად ფიგურირებს და თქვენი ყურადღება მიიპყრო, თუმცა ვრცლად მათ შესახებ არ იცოდით.

ახლა, უკვე შეგიძლიათ, რომ თქვენი ინტერესი დაიკმაყოფილოთ და სურვილის შემთხვევაში, ამ საკითხებში ცოდნა გაიღრმაოთ. ყველაფერი ეს კი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ახალგახსნილ სექციაშია შესაძლებელი, რომელსაც "ჰარი პოტერი: მაგიის ისტორია" ჰქვია.

გამოფენა წიგნის პირველი ნაწილის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის" 20 წლისთავს ეძღვნება.

გამოფენა 2017 წლის 20 ოქტომბერს გაიხსნება. ბილეთების შესახებ ინფორმაცია კი იხილეთ ბმულზე.

კომენტარები