ლაშა ტალახაძე

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ლაშა ტალახაძე
Olympic Games Rio 2016

საქართველოს ძალოსანთა ფედერაციის ინფორმაციით, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ატაცში 217 კილოგრამი აწია.

აკვრაში კი, ტალახაძემ 250 კგ აწია და საერთო ჯამში 467 კილოგრამის დაძლევით ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

ქართველი სპორტსმენი ხორვატიაში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობს.

კომენტარები