ენერგეტიკა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ჰესი - დარიალჰესი გაიხსნა

facebook.com/minenergygovge

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ჰესი - დარიალჰესი გაიხსნა. $123 მილიონიანი სადგურის სიმძლავრე 108 მეგავატია და ის ყოველწლიურად 510 მილიონ კილოვატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. 

ახალი ჰესი საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, EBRD-ის რეგიონალურ წარმომადგენელ ბრუნო ბალვანერასა და პროექტის ინვესტორ ლაშა იორდანიშვილთან ერთად გახსნეს. პროექტი $80 მილიონიანი კრედიტით EBRD-მა დააფინანსა, მის განვითარებაში 23%-ით იყო ჩართული სახელმწიფო კომპანია ენერგეტიკის განვითარების ფონდი.


ფოტო: facebook.com/minenergygovge

დარიალიჰესის ექსპლუატაციაში შესვლით, ყოველწლიურად, ზამთრის პერიოდში 200 მლნ კვტ.სთ-ით შემცირდება ქვეყანაში იმპორტირებული ელექტროენერგია.


ფოტო: facebook.com/minenergygovge


ფოტო: facebook.com/minenergygovge


ფოტო: facebook.com/pg/KvirikashviliOfficial


ფოტო: facebook.com/minenergygovge

მშენებლობაზე დასაქმებული იყო 420 ადამიანი, ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მასში დასაქმდება 70 ადამინი.

კომენტარები