გეოგრაფია

სად მდებარეობს საქართველოდან ყველაზე დაშორებული წერტილი

siwallpaperhd.com

დედამიწის სფერულობიდან გამომდინარე მარტივია დადგენა, თუ რა წერტილია ჩვენგან ყველაზე შორს. ამის დასადგენად საჭიროა არსებული კოორდინატების დიამეტრალურად, 180 გრადუსით შეცვლა.

ერთმანეთისგან დიამეტრალურად დაშორებულ პუნქტებს ანტიპოდები ეწოდებათ, (ბერძნ. antipodes – სიტყვასიტყვით – ერთმანეთისაკენ ფეხებით მიქცეულნი), ეს ის წერტილებია სადაც მაშინ აღმოვჩნდებით, თუ დედამიწის ცენტრზე გამავალ გვირაბს გავთხრიდით. ამ წერტილებს შორის დაშორება 20 ათასი კილომეტრია. 

ასეთი დიდი მანძილის გამო პირდაპირი კომერციული რეისით ანტიპოდებს შორის გადაადგილება შეუძლებელია. კომერციული სამგზავრო თვითმფრინავებიდან ყველაზე დიდი მანძილის, 17,395 კილომეტრის დაფარვა Boeing 777-200LR-ს შეუძლია, შესაბამისად ანტიპოდებამდე მისაღწევად 2.7 ათასი კილომეტრი მაინც რჩება. 

სად მდებარეობს საქართველოდან ყველაზე შორი წერტილი:

საქართველდოან ყველაზე შორი წერტილი წყნარი ოკეანის სამხრეთით, ახალი ზელანდიიდან და სამხრეთ ამერიკიდან დაახლოებით თანაბრად, 7.5 ათასი კილომეტრით დაშორებული წერტილია.

ერთმანეთის თითქმის სრული ანტიპოდებია:

  • სევილია, ესპანეთი - ოკლენდი, ახალი ზელანდია
  • ტაიპეი, ტაივანი - ასუნსიონი, პარაგვაი
  • რიო დე ჟანერიო, ბრაზილია - ტოკიო, იაპონია
  • პეკინი, ჩინეთი - ბუენოს აირესი, არგენტინა
  • ჯაკარტა, ინდონეზია - ბოგოტა, კოლუმბია
  • დოჰა, კატარი - პიტკერენის კუნძულები
  • ბანგკოკი, ტაილანდი - ლიმა, პერუ

ანტიპოდების რუკა ასე გამოიყურება:


ფოტო: wikipedia.org

ფოტო: wikipedia.org

კომენტარები