ბორუსია დორტმუნდი

ბორუსია დორტმუნდის ავტობუსთან აფეთქების შედეგად მარკ ბარტრა დაშავდა

AFP

გერმანულ საფეხბურთო კლუბ ბორუსია დორტმუნდის ავტობუსთან სამი აფეთქების შედეგად ფეხბურთელი მარკ ბარტრა დაშავდა. ავტობუსში კლუბის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე მონაკოს წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ.

აფეთქებისას ავტობუსის ფანჯრების მინები ჩაიმსხვრა. მარკ ბარტრა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ხელზე აქვს დაზიანება.

კლუბმა ტვიტერზე დაწერა, რომ სხვა ფეხბურთელები უსაფრთხოდ არიან.

ჩემპიონთა ლიგის მატჩი გადაიდო და ხვალ, საქართველოს დროით, 20:45 საათზე გაიმართება.

აფეთქებების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, პოლიციის თქმით, "სერიოზული ასაფეთქებლები გამოიყენეს".

კომენტარები