თავისუფალი ვაჭრობა

საქართველო და ინდოეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეფექტებს შეისწავლიან

0 კომენტარი
ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი ფოტო: Reuters

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ წინასწარი კვლევა იწყება - შესაბამის დოკუმენტს ნიუ-დელიში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის კომერციისა და მრეწველობის სახელმწიფო მინისტრმა ნირმალა სითარამანმა მოაწერეს ხელი.

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, კვლევის შედეგების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ორივე მხარის შეთანხმების თანახმად კვლველა 8 თვეში დასრულდება.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. დასრულების ეტაპზეა ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან შეთანხმებების ხელმოწერის პროცედურები. ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ქართულ პროდუქციას დამატებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, 1.3 მილიარდიანი ბაზარი გაეხსნება.

"საქართველო არის ღია და პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ჩვენი ძირითადი მიზანია გავხდეთ სერვისების მიმწოდებელი პლატფორმა დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ვაჭრობისთვის, რასაც ხელი უნდა შეუწყოს სწორედ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებმა"– განაცხადა გიორგი გახარიამ.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ინდოეთის რესპუბლიკასთან 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით 53%-ით არის გაზრდილი და ის $99 მილიონს შეადგენს, აქედან საქართველოს ექქსპორტი $22 მილიონი დოლარია. 2016 წელს ინდოეთში ექსპორტის ზრდამ 55% შეადგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები