შვეიცარიამ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ამ დოკუმენტს ჯერ კიდევ 2016 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში 2018 წლის პირველ მაისს შევა.
საქართველო-შვეიცარიის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება EFTA-სთან გაფორმებული შეთანხმების ნაწილია. EFTA–ს შემადგენლობაში შედიან ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი და შვეიცარია.
EFTA-ს წევრებთან 2017 წლის მონაცემებით ვაჭრობა ამ მასშტაბების იყო:
ექსპორტი
- შვეიცარია - ექსპორტი $71 მილიონი
- ნორვეგია - ექსპორტი $850 ათასი
- ისლანდია - ექსპორტი $42 ათასი
- ლიხტენშტეინი - ექსპორტი $60 ათასი
იმპორტი
- შვეიცარია - იმპორტი $48.1 მილიონი
- ნორვეგია - იმპორტი $12.3 მილიონი
- ისლანდია - იმპორტი $6 მილიონი
- ლიხტენშტეინი - იმპორტი $465 ათასი
შეთანხმება მოიცავს შემდეგ სფეროებს: საქონლით ვაჭრობა; მომსახურებით ვაჭრობა; სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში; ინვესტიციები; ინტელექტუალური საკუთრების უფლებები; სახელმწიფო შესყიდვები; კონკურენცია; ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრადი განვითარება.