ნარკოპოლიტიკა

შსს: ამოღებული ნარკოტიკები მაღალტემპერატურულ ღუმელში გავანადგურეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.

ესენია 1 კილო და 100 გრამი ჰეროინი, 821 აბი "სუბუტექსი", 2562 აბი კოდეინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 17 კილო და 636 გრამი კანაფი, 25 კილო და 600 გრამი მარიხუანა, 14 გრამი მეტადონი, 92 აბი და 22 ამპულა "მორფინი", 3014 კაფსულა პრეგაბალინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 108 აბი "მდმა", 1 კილო და 500 გრამი კოკაინი, ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

უწყების ცნობით, ნარკოტიკების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

კომენტარები