21 აპრილს, თბილისის ცხრა რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Reuters

ხვალ, 21 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, სამგორის, საბურთალოს, მთაწმინდის, ვაკის, კრწანისის, ისნის, ჩუღურეთის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა და III მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაკელიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, ლერმონტოვის, ქიქოძის, მაჩაბელის, პაოლო იაშვილის და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელ ფონიჭალის, სადგურის და მარნეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარტყოფის, დმანისის, ობსერვატორიის, ალადაშვილის და კონსტანტინე ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის და რეხის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), საყვირის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ხუთწლედის, ჭილაიას, ხვინგიას, წიწამურის, ბეჟანიშვილის, დადიანის, ნინუას, მექანიზაციის და ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები