საკონსტიტუციო კომისია

ბაქრაძე: პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემაზე პლებისციტი უნდა ჩატარდეს

0 კომენტარი
ფოტო: ნეტგაზეთი

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო კიდევ ერთხელ გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტი ჩატარდეს. დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ისაუბრა.

"საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მიღებული იქნება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ხმებით, სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას, მხოლოდ გააღრმავებს პოლარიზაციას და დაპირისპირებას. ამიტომ, ამ სიტუაციაში აუცილებლად გვეჩვენება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეამცირებდა ქვეყანაში მომავალი დაპირისპირების რისკს და სიტყვას მისცემდა საქართველოში ხელისუფლების მთავარ წყაროს და არბიტრს - ქართველ ხალხს.

სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველოს ინიციატივაა, საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემასა და საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს - სურს თუ არა მას ჰქონდეს პრეზიდენტის არჩევის უფლება და როგორი პარლამენტი უნდა ჰყავდეს საქართველოს", - თქვა ბაქრაძემ ბრიფინგზე.

ამავე ინიციატივით გუშინ ხელისუფლებას პარტიის წევრმა გიგა ბოკერიამ მიმართა.

როგორც ცნობილია, ევროპულმა საქართველომ და სხვა პარტიებმა საკონსტიტუციო კომისია დატოვეს და ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას პროექტის კენჭისყრაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგა ბოკერიას შეკითხვა სოფლის მეურნეობის მინისტრს

კომენტარები