საგარეო ვაჭრობა

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი

Getty Images

საქსტატმა 2017 წლის იანვარ-მარტის საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ექსპორტმა $576 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 30%-ით მეტია. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. სპილენძის მადნებზე მთლიანი ექსპორტის 17% მოდის. 

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1) სპინელძის მადნები და კონცენტრატები - $98 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 17%. წილი მთლიან ექსპორტში 17%. საქართველოდან ექსპორტირებული სპილენძის მადნების 2/3-ზე მეტი სინამდვილეში რეექსპორტს წარმოადგენს. აღნიშნულ პერიოდში სპილენძის მადნების იმპორტი $73 მილიონი იყო.


ფოტო: Getty Images

2) ფეროშენადნობები - $80.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 212%. წილი მთლიან ექსპორტში 14%


ფოტო: Reuters

3) ავტოექსპორტი - $35.2 მილიონი, კლება წინა წელთან შედარებით 7%. წილი მთლიან ექსპორტში 6%


ფოტო: flickr.com

4) ღვინის ექსპორტი - $31.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 62%. წილი მთლიან ექსპორტში 5.4%


ფოტო: northcountrypublicradio.org

5) მედიკამენტები - $30.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 60%. წილი მთლიან ექსპორტში 5.3%


ფოტო: NHS

6) სპირტიანი სასმელები - $23 მილიონი, ზრდა წინა წელთან 34%. წილი მთლიან ექსპორტში 4%


ფოტო: flickr.com

7) მინერალური წყლები - $22.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 17%. წილი მთლიან ექპორტში 3.9%


ფოტო: flickr.com

8) აზოტოვანი სასუქები - $20.3 მილიონი, კლება წინა წელთან 13%. წილი მთლიან ექსპორტში 3.5%


ფოტო: hanyazilim.com

9) ოქრო - $17.6 მილიონი, კლება წინა წელთან 1%. წილი მთლიან ექსპორტში 3.1%


ფოტო: Andrey Rudakov / Reuters

10) თხილი და კაკალი - $17.3 მილიონი, კლება წინა წელთან 48%. წილი მთლიან ექსპორტში 3%


ფოტო: kartalorganik.com

11) სხვა დანარჩენი საქონელი - $199 მილიონი, ზრდა წინა წელთან 37%. წილი მთლიან ექსპორტში 34%

იანვარ-მარტში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის) $1.1 მილიარდი იყო, რაც სავაჭრო ბრუნვის 50%-ს შეადგენს.

2017 წლის დასაწყისში, ერთი მხრივ, შემომავალი სავალუტო ნაკადების: ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მატება შეიმჩნევა (ინვესტიციების სტატისტიკა უცნობია). მეორე მხრივ კი, $62 მილიონით გაიზარდა გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა (იმპორტი). თუ შემომავალი სავალუტო ნაკადების იმაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდება, რაც გამავალ ნაკადებშია, ეროვნულ ვალუტას გამყარების ტენდენცია ექნება. 

კომენტარები