ხანძარი

დიდუბეში, ჩარხმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მაღაზია დაიწვა

Getty Images

დიდუბეში, ჩარხხმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მაღაზია დაიწვა. დამწვარია 60 კვადრატული მეტრი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო მანქანა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

კომენტარები