ავტოსაგზაო შემთხვევა

ავტოსაგზაო შემთხვევას თემქაზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, თემქის მეთერთმეტე მიკრორაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები