კულტურის სამინისტრო

მიხეილ გიორგაძის უწყებაში პირველ კვარტალში დანამატის სახით 265 ათასი ლარი გაიცა

0 კომენტარი
მიხეილ გიორგაძე ფოტო: ტაბულა

კულტურის სამინისტროში 2017 წლის პირველ კვარტალში დანამატების სახით 265 ათასი ლარი გაიცა. ამავე პერიოდში უწყებაში ხელფასების სახით 435 ათასი ლარი გაიცა, დანამატების შეფარდება ხელფასებთან 54%-ია. სამინისტროს დანამატების შესახებ ინფორმაცია მედიაპროექტმა ფლანგვის დეტექტორმა გამოითხოვა.

დანამატის მიმღები ადამიანების რაოდენობა უცნობია, თუმცა სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა,რომ 174 720 ლარის დანამატი თანამდებობის პირებს აქვთ გამომუშავებული, ხოლო დარჩენილი 61 840 ლარი სხვა დანარჩენ თანამშრომლებზეა გადანაწილებული. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, უწყებაში სულ 163 თანამშრომელი მუშაობს, საიდანაც 44 პირი შტატგარეშეა. 

გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, ხარჯები მცირედით შემცირებულია. 2016 წლის I კვარტალში, ხელფასზე 458 333 ათასი ლარი დაიხარჯა, სახელფასო დანამტზე - 265 660 ლარი. კლების დინამიკა სავარაუდოდ თანამშორმლების რაოდენობის შემცირებით არის გამოწვეული. შარშან, ამ პერიოდში კულტურის სამინსიტროში 192 ადამიანი ირიცხებოდა, რაც მიმდინარე მაჩვენებლს 29 თანამშრომლით აღემატება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები