განზრახ მკვლელობა

სამტრედიაში შვილმა მამა ცივი იარაღით მოკლა

Getty Images

სამტრედიაში, შვილმა მამას ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებული, 1986 წელს დაბადებული პ.კ სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიაყენა მამას - 1964 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, რომელიც, მიყენებული დაზიანების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა პ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - წერია განცხადებაში. 

უწყებისვე ცნობით, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები