საკონსტიტუციო ცვლილებები

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკურ პარტიებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკურ პარტიებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, კონსტიტუციაზე ერთობლივი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩვენ არ ვაპირებთ რაღაც ერთიანი კამპანიის წარმოებას. ბუნებრივია, ყველას აქვს თავისი გეგმა ამ მიმართულებით და ყველა თავისი გეგმით განახორციელებს. ოღონდ, რა თქმა უნდა, ინტერესი ამ შემთხვევაში რომ მივიღოთ უკეთესი კონსტიტუცია, დაცული უფლებები, უფრო მეტად გარანტირებული სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისა თუ საერთოდ, სახელმწიფოებრიობის საფუძვლების დაცვა. ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მზად, რომ ამ ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილი დღეს ოპოზიური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები