ციანიდის საქმე

დეკანოზი მამალაძე პატიმრობაში დარჩება - არსებითი განხილვა 19 მაისს ჩაინიშნა

მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) და დეკანოზი გიორგი (მამალაძე)
Facebook/Ana Akhaladze

ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა. მოსამართლემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტის მოწამვლის მცდელობაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ბადრი შონიას განცხადებით, დეკანოზის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

არსებითი განხილვა სასამართლოში 19 მაისს, 12:00-ზე ჩაინიშნა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა.

კომენტარები