საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ლიდერს, ლიონელ მესის ირანელი ორეული ჰყავს.
რიზა პერესტესმა, რომელიც მესის მართლა ძალიან ჰგავს, პოპულარობა ბოლო დროს მოიპოვა, თუმცა 25 წლის სტუდენტს მსგავსების გამო სამართალდამცველებთან პრობლემებიც შეექმნა.
მესის ორეულთან ფოტოს გადაღება უამრავ ადამიანს სურს და ქუჩაში რიზას გამოჩენისას მუდმივად ქაოსი იქმნება და მასთან მიახლოვების მსურველთა რიგები დგება.
ქალაქ ჰამადანში, მესის ორეულის მორიგი გამოჩენისას, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მასთან ფოტოების გადაღების მსურველთა იმდენად დიდი ჯგუფი შეგროვდა, რომ ირანის პოლიციამ, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად, რიზა პერესტესი დააკავა, მისი ავტომობილი კი სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიყვანა. "ირანელი მესი" მალევე გაათავისუფლეს.
მესის ორეულის ფოტოებმა მსოფლიო მედია მას შემდეგ მოიცვა, რაც პერესტესმა ბარსელონასას ფორმაში ჩაცმული საკუთარი ფოტოები სპორტულ ვებ-გვერდებს გაუგზავნა.