NDI-ის გამოკითხვა

NDI: საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო - 48%, ცუდი - 42%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. 

კითხვაზე, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი, მოსახლეობის 48% კარგ მოვლენად აფასებს, 42% ცუდ, 10%-მა არ იცის.

აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო, მაინც უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები