NDI-ის გამოკითხვა

NDI: ეს ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს - 49%, არ ახორციელებს - 48%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. 

კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით, რომ მოქმედი ხელისუფლება ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, 49% დადებითად პასუხობს, 48% კი უარყოფითად.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მარტის კვლევასთან შედარებით გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც დადებითად ფიქრობს, უარყოფითი მაჩვენებელი კი შემცირებულია.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.ა

კომენტარები