NDI-ის გამოკითხვა

NDI: 56%-ის აზრით, R2-ის საქმეში მთავრობა ერეოდა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 79%-ს სმენია უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი ორის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების შესახებ, ხოლო 16%-ს - არა. 

მათი 56%, ვინც იცის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, მიიჩნევს, რომ რუსთავი ორის საქმეში მთავრობა ერეოდა. 46%-ის აზრით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მედიის თავისუფლებას ზღუდავს, ასევე 46% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქმის განხილვის დროს, მოსამართლეებზე ზეწოლა ხდებოდა. 35% ფიქრობს, რომ რუსთავი ორის საქმე მხოლოდ ბიზნესის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა იყო, რომელიც არ უკავშირდება პოლიტიკას, ხოლო 28% ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსთავი ორის პროცესი სამართლიანი იყო.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები