კონსტიტუციის პროექტის განხილვა

კობახიძე: ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არასოდეს იქნება

0 კომენტარი
ირაკლი კობახიძე ფოტო: საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფილარმონიაში შეკრებილებს პირებს მიმართა, რომლებიც კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვას ხელს უშლიან. კობახიძემ მათ ახალგაზრდა კომუნისტები უწოდა და ურჩია, ილია ჭავჭავაძის გზას დაადგნენ.

"ახალგაზრდებო, მინდა მოგიწოდოთ, დაადგეთ იმ გზას, რა გზასაც დაადგა ილია ჭავჭავაძე - ეს არის სწავლის გზა, ეს არის განათლების გზა, თქვენ აირჩიეთ კომუნიზმის გზა. ეს არ არის სწორი არჩევანი. ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არასოდეს არ იქნება", -თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ გამომსვლელს ასევე მიმართა, რომ "ფასადური სოლიდარობა არის კომუნისტების მოგონილი, ეს არის თქვენი გზა, აცდით ამ გზას, იარეთ ილია ჭავჭავაძის გზით. კომუნიზმი საქართველოში დამთავრდა".

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროვოკაციების მიუხედავად, კონსტიტუციის განხილვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაინც გაიმართება.

"ამ პროვოკაციას ვუპასუხებ. ინფორმაცია ვრცელდებოდა იმის თაობაზე, რომ, თითქოს თსუ-ში შეგნებულად არ ჩავარარეთ შეხვედრა, რომ პროვოკაციები თავიდან აგვერიდებინა.ჩვენ პროვოკაციების არ გვეშინია. პროვოკაციების მოწყობა შეუძლიათ ადამიანებს, თუმცა ჩვენ ჩვენი პასუხი გვაქვს. რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სტუდენტებთან შეხვედრა აუცილებლად შედგება საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში. ახალგაზრდა კომუნისტების ვერანაირი პროვოკაცია ამას ვერ შეაჩერებს. ჩვენ კომუნიკაციას იმ სტუდენტებთან, იმ ახალგაზრდებთან, რომლებსაც ცოდნა წყურიათ და სურთ ინფორმაციის მიღბა კონსტიტუციის შესახებ", - ამბობს კობახიძე.

აუდიტორია 115-ის წევრები, რომლებიც საყოველთაო განხილვას ესწრებიან შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით სიტყვით გამოვიდნენ.

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვას ასევე ესწრება თავისუფალი თაობის წევრი ლადო სადღობელაშვილი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვას აპროტესტებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები