ფრენები

დღეიდან თეირანი-თბილისის მიმართულებით ფრენები ყოველდღიურად იქნება

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ირანული ავიაკომპანია Zagros Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ზრდის და თეირანი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირის ნაცვლად, 7-ჯერ იფრენს. ყოველდღიურ მიმოსვლას ირანული ავიაკომპანია დღეიდან იწყებს. ავიარეისები A320 და MD 80-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიას ახალი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა 15 მაისს მიანიჭა.

ავიაკომპანია Zagros Airlines საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.

კომენტარები