პატრიოტთა ბანაკი

ჯეჯელავა: პატრიოტთა ბანაკებს საერთო არაფერი ჰქონდა პატრიოტიზმთან

ტაბულა

"პატრიოტთა ბანაკები, პატრიოტთა არ იყო, იმიტომ რომ პატრიოტიზმი რასაც ნიშნავს, იმასთან ჩვენი აზრით ამ ბანაკებს საერთო არაფერი ჰქონდა",- ამბობს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

ვიცეპრემიერმა დღეს ფართომასშტაბიანი სასწავლო ბანაკების მოწყობის პროექტი წარადგინა. ჯეჯელავას თქმით, მთავრობის გეგმაა, ყოველწლიურად ამ ბანაკებმა 100 ათას მოსწავლეს უმასპინძლოს. პროექტს სრულად ბიუჯეტი დააფინანსებს.

"ანაკლიის ბანაკი დარჩება, განვითარდება და მას კიდევ სამი ახალი ბანაკი დაემატება. ორ ახალ ბანაკს ვაკეთებთ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, ეს არის ქუთაისის კადეტების სასწავლებელში და მეორე მანავის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. კიდევ ერთ ბანაკს ვაკეთებთ კაჭრეთის პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე", - ამბობს ჯეჯელავა.

მინისტრის თქმით, თავდაპირველად ბანაკების დატვირთვა 15 ათასამდე გაიზრდება, რაც ბიუჯეტს დაახლოებით 5-6 მილიონი ლარი დაუჯდება. მინისტრის შეფასებით პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ის გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებს დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილებას შესძენს. 

2016 წელს ქვეყანაში მოქმედი სასკოლო ბანაკებით 3-4 ათასმა ბავშვა ისარგებლა. 

კომენტარები