ჰოლივუდი

უცხოს ფრენჩაიზის ფილმების რეიტინგი

20th Century Fox

1979 წელს რიდლი სკოტის უცხოს გამოსვლას ფანტასტიკური ჟანრის საშინელებათა ფილმების მომავალ განვითარებაზე უმნიშვნელოვანესი გავლენა ჰქონდა. უცხოს პრემიერიდან 38 წელზე მეტია გასული, აღნიშნულ პერიოდში ფრენჩაიზის სულ 8 ფილმი გამოვიდა. ამ ფილმების თითქმის ნახევარმა მაყურებლის სიმპათია ვერ მოიპოვა. რიდლი სკოტისა და ჯეიმს კამერონის გადაღებულმა ფილმებმა კი კრიტიკოსების და მაყურებლების მოწონებასთან ერთად დიდი კომერციული წარმატების მიღწევაც შეძლეს. ფრენჩაიზი პირობითად სამ ძირითად ნაწილად იყოფა ესენია ძირითადი სერიები - უცხოდან უცხო აღდგომის ჩათვლით (4 სერია), უცხოს და მტაცებლის გაერთიანებული ფრენჩაიზი (2 ფილმი) და პრიკველი სერიები (2 სერია). ყველაზე დაბალი რეიტინგი სწორედ უცხოს და მონადირის გაერთიანებული ფრენჩაიზის ფილმებს აქვთ.

უცხოს სერიებიდან ყველაზე დიდი შემოსავალი $403 მილიონი 2012 წელს გამოსულმა პრომეთემ მიიღო, ამ ფილმის ბიუჯეტი $125 მილიონს შეადგენდა. უცხოს პირველი სერიის შემოსავალი $203 მილიონია, მისი გადაღება კი $11 მილიონი დაჯდა. ბიუჯეტთან შედარებით შემოსავლების მიხედვით, ფრენჩაიზის პირველი სერია ყველაზე მომგებიანია. უკანსასკნელი სერია Alien: Covenant გაქირავებაში ერთი დღეა რაც გამოვიდა, მისმა შემოსავალმა უკვე $40 მილიონს გადააჭარბა.

უცხოს ფრენჩაიზის ფილმების რეიტინგი

8) უცხო მონადირის წინააღმდეგ: რექვიემი (2007) IMDB - 4.7 ქულა Rotten Tomatoes 12%


ფოტო: 20th Century Fox

7) უცხო მონადირის წინააღმდეგ (2004) IMDB - 5.6 ქულა Rotten Tomatoes 21%


ფოტო: 20th Century Fox

6) უცხო აღდგომა (1997) IMDB - 6.3 ქულა Rotten Tomatoes 54%


ფოტო: 20th Century Fox

5) უცხო 3 (1992) IMDB 6.4 ქულა Rotten Tomatoes 44%


ფოტო: 20th Century Fox

4) Alien: Covenant (2017) IMDB 7 ქულა Rotten Tomatoes 77%


ფოტო: Fox

3) პრომეთე (2012) IMDB - 7 ქულა, Rotten Tomatoes 72%


ფოტო: 20th Century Fox

2) უცხოები (1986) IMDB - 8.4 ქულა, Rotten Tomatoes 98%


ფოტო: 20th Century Fox

1) უცხო (1979) IMDB 8.5 ქულა, Rotten Tomatoes 97%


ფოტო: 20th Century Fox

კომენტარები