ჰერბერტ ზალბერი

ზალბერი: EU მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც მხარს ვუჭერ

0 კომენტარი
ჰერბერტ ზალბერი ფოტო: infoaz.org

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ჰერბერტ ზალბერი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შეხვდა. მან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ცნობილია, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ზალბერმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სტუმრობისას ანატოლი ბიბილოვს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ამჯერად ზალბერი ამბობს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ის ამ პოზიციას იზიარებს.

"მადლობელი ვარ თქვენი ინტერესისთვის, რომ მოხვედით აქ. მინდა გითხრათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემს კოლეგებთან განვიხილეთ საკითხები, რომელმაც გაგაღიზიანათ თქვენ. ამასთან დაკავშირებით მინდა, განვმარტო შემდეგი: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. მე ამას ყოველი შესაძლებლობისას ხაზს ვუსვამ. რაც შეეხება არჩევნებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ევროკავშირმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლის ფარგლებში ეს არჩევნები ჩატარდა. მე ასევე მხარს ვჭერ ამ პოზიციას. ამავდროულად, ევროკავშირი ერთგულია, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას. ზუსტად ამ მიზეზის გამო ევროკაშირი და პირადად მე ჩართულნი ვართ ჟენევის დისკუსიებში. ეს ჩემი მანდატის საფუძველია", - თქვა ზალბერმა, რასაც ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ზალბერი ბოლო ორი დღის განმავლობაში სოხუმშიც იმყოფებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გარემოვაჭრეების დახლები დიდუბის და გადასასვლელი ხიდის ტერიტორიიდანაც გაიტანეს

კომენტარები