20 მაისს, თბილისის 5 რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

შაბათს, 20 მაისს თბილისის 5 რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება. სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო. კომპანია მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებსა და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, ალმასიანის და ბერბუკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და სესილია თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, დიუმას და კოტე აბხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 00:30 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები