სანდრო როსელი

ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს

fcbarcelona.com

საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. 

პოლიციის რეიდის შედეგად, როსელთან ერთად 8 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის როსელის ცოლიც არის.

სანდრო როსელი საფეხბურთო კლუბ ბარსელონას პრეზიდენტი 2010-2014 წლებში იყო. როსელი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 2013 წელს ესპანეთის სასამართლომ დაადასტურა, რომ როსელმა სანტოს ნეიმარის კონტრაქტის ფულის მიითვისა.

კომენტარები