ტერორიზმი

ტრამპი: აშშ არასდროს შეწყვეტს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას

cnbc.com

ბრიუსელში, NATO-ს სამიტზე მყოფი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ შეეხო ტერორიზმის საკითხს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არასდროს შეწყვეტს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

"ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს გადაწყვეტილებაზე - დავამარცხოთ ტერორიზმი და დავამყაროთ უსაფრთხოება და მშვიდობა. ტერორიზმი უნდა შევაჩეროთ, ან საშინელება, რაც ვნახეთ მანჩესტერში და სხვა ქალაქებში, გაგრძელდება მუდმივად", - თქვა ტრამპმა.

გარდა ამისა, ტრამპმა ალიანსის წევრ ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ალიანსის თავდაცვის ხარჯებისთვის შესატანის გაზრდისკენ (მშპ-ის 2 %-მდე).

კომენტარები