ესტონეთი

ესტონეთი რუსეთის ორ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

0 კომენტარი
რუსეთის სალეჩო ტალინში ფოტო: Tass

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის გენერალურ კონსულს ქალაქ ნარვაში დიმიტრი კაზენოვს და კონსულს ანდრეი სურგაევს ნოტა გადასცა, რომლის მიხედვითაც მათ ესტონეთი უნდა დატოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ნაბიჯი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "უსაფუძვლო და მკვეთრად არამეგობრულ ნაბიჯად" შეაფასა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია კონკრეტული დეტალები, თუ რატომ გადაწყდა რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევება, თუმცა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი სავარაუდოდ რუსული მხარის მიერ ჯაშუშურ საქმიანობას უკავშირდება. 

მაისშივე ესტონურმა სასამართლომ ჯაშუშობისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის მოქალაქეს. ესტონური სამართალდამცავების ინფორმაციით, აღნიშნული პირი СВР-ის მითითებებს ასრულებდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები