შრი ლანკა

შრი ლანკაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 151 ადამიანი დაიღუპა

Reuters

შრი ლანკაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 151 ადამიანი დაიღუპა. 100-ზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, რასაც რამდენიმე დასახლებაში მეწყერის ჩამოწოლაც მოყვა.

დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. ოპერაციებში მონაწილეობს 2000-ზე მეტი სამხედროც.

სტიქიის გამო ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ინდოეთის ოკეანის ზონაში 2003 წლის მერე მსგავსი მასშტაბის სტიქია არ მომხდარა.

კომენტარები